Thursday, February 2, 2017

$%^&**& ფუნქცია (ცოტა ირონიული პოსტი ზარმაც კაცებს)

ჰო, ზარმაც კაცებს
აი, იმ კაცებს,განძრევა რომ ეზარებათ, ზრუნვა რომ ეზარებათ, "დამოუკიდებელი, ემანსიპირებული ქალი" რომ უნდათ,მყარად რომ დგას, თავსაც რომ მიხედავს, საჭიროების შემთხვევაში, კაცსაც რომ უპატრონებს და თან  მათი გამღმერთებელი, ჩუმად მჯდომი, მომლოდინე, მისი უპირობოდ მიმღები რომ იქნება.
ჰმ
იდეალია. ზარმაცი უკვე ვარ, კაცი რომ ვიყო, ალბათ მეც ეგრე მომინდებოდა.

მაგრამ
(გადასარევი სიტყვაა ეს "მაგრამ". მწარე სკოლისეული გამოცდილებით ვიცი, რამდენს ნიშნავს) --
მაგრამ
გასაჩხიბი ამბავია.
ყველა ქალისას მე ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემნაირების ამბავს მოგახსენებთ.
მაშ ასე, ზარმაცო და კომფორტის ზონაში გამოკეტილო კაცებო, ჩემნაირი გოგოებისგან თქვენი იდეალური გოგოები ვერ გამოვლენ.
რათა?
უფ, ახლავე:

- ქალი, რომელზეც არ ზრუნავ, სწავლობს თავის პატრონობას;
- ქალი, რომელზეც არ ფიქრობ, სწავლობს თავის თავზე ფიქრს;
-ქალი, რომელსაც მარტო ტოვებ, სწავლობს სიცარიელის ამოვსებას;
-ქალი, რომელსაც დროს არ უთმობ, ავსებს ამ დროს თავისი ცხოვრებით;
დაიცა, რთული ენაა, გაგიმარტივებთ:
-ქალს, რომელსაც არ მოიკითხავ ყოველდღე, ჩაგანაცვლებს, ან, უკეთეს შემთხვევაში, სულ დაგიკიდებს;
-ქალს, რომელსაც არ ეფერები- ჯერ აგრესიულს გახდი და მერე დაგიკიდებს;
-ქალზე, რომლითვისაც არ შრომობ, და მის საჭიროებებს შენ არ ანაზღაურებ, თვითონ სწავლობს თავისი საჭიროებების დაკმაყოფილებას და ეზედმეტები;
-ქალს, რომელსაც რამდენჯერმე გაუშვებ მარტოს სახლში შინ- თავდაცვას ისწავლის (FYI დროებითი გამცილებლის შოვნაც თავდაცვის ფორმაა);
-ქალს, რომელსაც რამეს დააკლებ, აინაზღაურებს და დაგიკიდებს;
-ასეთი ქალი კი, შენგან თავის ცხოვრებაში წავა. პირველ ცდაზე თუ ემოციები შეუშლიან,მეორეზე და მესამეზე გამოუვა(თუ მთლად ჩემნაირი ემოციურია, შეიძლება მეოთხეც დასჭირდეს);
ისევ რთულია, მგონი
უფრო გავაადვილოთ- ქალი, რომლის ცხოვრებაშიც არ ხარ, დაწყებული ყოველდღე მოკითხვით, ნახვით, მასზე დამოკიდებულების ჩვენებით, სიყვარულით, სურვილით, მის სიმშვიდეზე (აბა უსაფრთხოებას გენიალურად უზრუნველვყოფთ ჩემნაირი გოგოები) ზრუნვით, კომფორტის შექმნით- ამ ყველაფრის მიღებას თქვენს გარეშე  ისწავლის და ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდება, რომ უსარგებლო ტვირთივით მიგათრევთ და დაგიკიდებთ, იმიტომ რომ მხოლოდ ^&*^^%^^ ფუნქცია გრჩებათ და - კარგით, რა, როცა დამოუკიდებელი, მაგარი გოგო ხარ და ზედმეტ ზურგჩანთებს იხსნი, ხვდები, რომ არც თქვენ (თქვენი *&^%&^ ა  შეუცვლელი)
დამოუკიდებელ და საკუთარ თავზე პატრონობა-აღებულ გოგოს თქვენ ვერ შეინარჩუნებთ(ღრმა პატივისცემითა და მორიდებით გიმხელთ სიმართლეს)
* იმ საოცარი არსებებისათვის, რომლებიც %^&*^%& ფუნქციასაც კი არ ასრულებენ და სასურველი ქალის ნაცვლად ათას უცხოსთან დაეძებენ რეალურის ილუზიის ილუზიას(ან უფრო ცოტას) - "მოი საბოლეზნოვანია"

ბოლოს
რჩევა არა, მაგრამ ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემნაირი ჯერ კიდევ არც ისე მაგარი, არც ისე დამოუკიდებელი და უსაშველოდ ემოციური გოგოებისგან-

ჩვენ გვიყვარხართ
ჩამოდით თქვენი სიმართლის კვარცხლბეკიდან, გაიაზრეთ მთელ სიტუაციაზე პასუხისმგებლობის თქვენი  ნახევარი. აიღეთ ეგ პასუხისმგებლობა და, გპირდებით, გამოგივათ კი არა, მოგეწონებათ.
თქვენს გვერდით კიდევ უფრო კარგები ვხდებით ჩემნაირი გოგოები.
ირონიული კი არა, კეთილი პოსტი გამომივიდა.

იფიქრეთ.

1 comment: