Saturday, December 10, 2016

პატარა საფიქრალზე, სცენარზე და მარტივ ფაქტებზე

პოსტის კითხვისას, სასურველია, გონებაში გიტრიალებდეთ ისეთი რამეები, როგორიცაა მიხეილ ჯავახიშვილის "პატარა დედაკაცი"; ტოლსტოის ანას ქმრის, კარენინის ტიპაჟი; გერალტის დამოკიდებულება იენიფერისადმი და მისი მაგალითი, თუ რა მარტივია (სინამდვილეში-თავს არ ებრძოდე), მიიღო ადამიანი; ცოტათი- ჯინი უისლი; ცოტათი- მერი უოთსონი BBC Sherlock-დან(წიგნები თუ არა, სერიალები მაინც ხომ იცით)


ერთი საინტერესო სცენარი ვიცი - ადამიანებთან ურთიერთობის მოგვარების. ძალიან ცოტა ენერგიას და ქმედებას მოითხოვს ადამიანისგან. ორჯერ მქონდა შანსი, დავკვირვებოდი, როგორ იყენებს მას ერთი ძალიან საინტერესო და კარგი(დედის დაფიცებით კარგი) ადამიანი.

სხვათაშორის
  • იგივე ადამიანს ყველაზე ადეკვატურ დროს სჩვევია, უყუროს თქვენს აცრემლებულ თვალებს, სიმწრით მოკვნეტილ ტუჩს და ითამაშოს "ქინდერ"-ში ამოსული სათამაშოთი.
  • , ჰო, აქეთ დაგრჩეთ ნაწყენი და ვერ გაიგოს, საათნახევრიანი რაღაცის ხვეწნის მერე(რომ არ შეისმინა, რა თქმა უნდა) რატომ ხართ თვალებაცრემლებული, სიმწრით ტუჩმოკვნეტილი და რატომაა არაადეკვატური მისი საქციელი (თამაშზე ასაკობრივ შეზღუდვებს არ ვაწესებ).
  • მასვე შეუძლია, იყოს ჩუმად მაშინ, როცა მისი ყველა ინსტინქტი, გონი და ყველაფერი, რაც გააჩნია, იმდენად ძლიერად უხმობს ხმის ამოღებას, რომ მის გვერდით სხვა ადამიანები იწყებენ საუბარს და შემდეგ, რა თქმა უნდა, დაგრჩეთ ნაწყენი, რომ ვერ ახსენით "მისი დუმილის" მიზეზები.