Saturday, December 10, 2016

პატარა საფიქრალზე, სცენარზე და მარტივ ფაქტებზე

პოსტის კითხვისას, სასურველია, გონებაში გიტრიალებდეთ ისეთი რამეები, როგორიცაა მიხეილ ჯავახიშვილის "პატარა დედაკაცი"; ტოლსტოის ანას ქმრის, კარენინის ტიპაჟი; გერალტის დამოკიდებულება იენიფერისადმი და მისი მაგალითი, თუ რა მარტივია (სინამდვილეში-თავს არ ებრძოდე), მიიღო ადამიანი; ცოტათი- ჯინი უისლი; ცოტათი- მერი უოთსონი BBC Sherlock-დან(წიგნები თუ არა, სერიალები მაინც ხომ იცით)


ერთი საინტერესო სცენარი ვიცი - ადამიანებთან ურთიერთობის მოგვარების. ძალიან ცოტა ენერგიას და ქმედებას მოითხოვს ადამიანისგან. ორჯერ მქონდა შანსი, დავკვირვებოდი, როგორ იყენებს მას ერთი ძალიან საინტერესო და კარგი(დედის დაფიცებით კარგი) ადამიანი.

სხვათაშორის
  • იგივე ადამიანს ყველაზე ადეკვატურ დროს სჩვევია, უყუროს თქვენს აცრემლებულ თვალებს, სიმწრით მოკვნეტილ ტუჩს და ითამაშოს "ქინდერ"-ში ამოსული სათამაშოთი.
  • , ჰო, აქეთ დაგრჩეთ ნაწყენი და ვერ გაიგოს, საათნახევრიანი რაღაცის ხვეწნის მერე(რომ არ შეისმინა, რა თქმა უნდა) რატომ ხართ თვალებაცრემლებული, სიმწრით ტუჩმოკვნეტილი და რატომაა არაადეკვატური მისი საქციელი (თამაშზე ასაკობრივ შეზღუდვებს არ ვაწესებ).
  • მასვე შეუძლია, იყოს ჩუმად მაშინ, როცა მისი ყველა ინსტინქტი, გონი და ყველაფერი, რაც გააჩნია, იმდენად ძლიერად უხმობს ხმის ამოღებას, რომ მის გვერდით სხვა ადამიანები იწყებენ საუბარს და შემდეგ, რა თქმა უნდა, დაგრჩეთ ნაწყენი, რომ ვერ ახსენით "მისი დუმილის" მიზეზები.
  • ახადოს სახურავს სახლი და შემდეგ გაგინაწყენდეთ, შიგ წვიმა რომ ჩავიდა.
  • არ დაიცვას თავისი მიწა და შემდეგ გაგინაწყენდეთ- სხვამ რომ წაგლიჯა.
  • არ დაგმანოს კარი და შემდეგ გაგინაწყენდეთ, სითბო რომ გაუნიავა ქარმა.
  • ნათურასავით მიგიზიდოთ, და როცა ფრთებდამწვარი, შეშინებული პანიკაატეხილი და დაბნეული არასწორი მიმართულებით გაფრინდებით- გაგინაწყენდეთ. (ვაღიაროთ აქ აქვს უფლება)
  • ჰქონდეს თავისი ცხოვრება და გაგინაწყენდეთ- თქვენ რომ თქვენსას ცდილობდით(და არ ელოდით განაბულები მის მიერ მოღებულ მოწყალებას და არ აკეთებდით ყველაფერ იმას, რისი ნახევარი მაინც მას უნდა ექნა)
  • გაგინაწყენდეთ- რომ არ გადაიხურეთ მისი გადახსნილი სახურავი, არ დაიბრუნეთ უპატრონოდ მიგდებული მიწა, რომ არ დაგმანეთ კარი, არ გააძევეთ იმედგაცრუება და არ დაახვედრეთ თბილი კერა.
სინამდვილეში, რამდენიმე მარტივი ფაქტია, რომელთა ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა სულაც არ საჭიროებს სიბრძნესა და მაღალ IQ- :
- ენა და სიტყვები იმიტომ კი არ მოგვანიჭა სამყარომ, რომ არ იცოდა, სად წაეღო. არა, იმიტომ, რომ ხანდახან მაინც გამოვიყენოთ.
- რატომ გგონია, რომ ერთხელაც შენი სახურავახდილი, მიწადაკარგული და მიტოვებული სახლი, რაშიც მხოლოდ თვითონაა დამნაშავე თურმე, ასეთი რომაა და შენ ფრთები გიფართხუნებს ზურგზე, ვერ მოახერხებს შენთვის კარის მოკეტვას?
- "მე ასეთი ვარ" არ ამართლებს- გეუბნებათ ჩემი გამოცდილება. (კომფორტის ზონიდან გამოსვლა ამართლებს- ეგ ზონა იზრდება,თან სასიამოვნოდ)
- შიშიო და სიყვარულიო ამბობენ და თავდაცვის ინსტიქტიც კარგი ოხერა ყოფილა.
- ჩვენ, შეიძლება, გვეგონოს თავები პატარა მეფეები და დედოფლები ჩვენს სამყაროში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გარდა კიდევ რამდენიმე მილიარდი მეფე და დედოფალი დადის მიწაზე.
მეტად აღარ გავუტევ. ესენიც უკვე საკმარისია ძირითადი აზრის გამოსატანად.
ჰოდა, სცენარზე ვლაპრაკობდი. მუშაა, აპრობირებული, აქამდე - გამოსადეგი. ერთადერთ კითხვა მაწუხებს: რა უფრო უარესია- დაანგრიო ეს სცენარი და მერე ქმნა შენი საქმნელი, თუ ჩაყვე და ისე.
P.S. სულ მინდოდა და ვერაფრით შევიძულე ფარსმან სპარსი. P.P.S.. სულ მაინტერესებდა, როგორ ირჩევენ მსახიობები თავიანთ როლებს P.P.P.S.. და ისიც, რეჟისორი როგორ ურჩევს ერთმანეთს სცენარებს და მსახიობებს.


No comments:

Post a Comment