Saturday, June 23, 2012

რომ არ მეგონა თუ დავწერდი, ის პოსტი


მე ვეწირები, ჩუმად, უსიტყვოდ

როცა გრძნობებზე ვიწყებ ლაპარაკს არც გეცინებათ,-გეღიმებათ_
ისევ სარკაზმი.

მე ვეწირები, ჩუმად, უსიტყვოდ
და არც იცვლება არაფერი.

რატომაა, რომ სიტყვები, ხმები, მზერები და ამოსუნთქვები, ჩემი თუ სხვისი, ასე მტკივა, ასე მიკლავს ნელა შიგნეულს.
თქვენ კი ვერც ამჩნევთ, ვერ ხედავთ, არ იცით-რას უყუროთ, რას დააკვირდეთ.
აქეთ კი მასწავლით, რაა და როგორ.
მეც თავს გიხრით, მართლები ხართ, უკეთესები(ასე მგონია სულ ყოველთვის, დედას ვფიცავარ, გვიან "ვფიხზლდები")

რატომაა, რომ ეს მხოლოდ მე ვეგუები, მე ვეჩვევი, მე ვითმენ, ვცდილობ, გავიგო ყველასი და ყველაფრის.

რატომაა, რომ უმცირესი განსხვავებაც მესმის, უფრო სწორად ვგრძნობ, სიტყვებშიც,  საქციელშიც.
თქვენ კი, ყველაფრის მცოდნენი, სიტუაციაში გარკვეულნი და სულ მართალნი-მხოლოდ თქვენი, მოსახერხებელი კუთხიდან რომ შეჰყურებთ გარესამყაროს-მე მამტყუნებთ, როგორც ყოველთვის.

რატომაა, რომ როგორც კი ვიტყვი რამე საჩემოს, ჩემ აზრს, ჩემ ნაფიქრს, მიჯანყდებით, თითქოს მეღალატოს;

რატომაა, რომ საკუთარ თავზე ფიქრისას გადადგმული ყველა ნაბიჯის გამო მსჯით-უმოწყალოდ, დაუნანებლად.

რატომაა, რომ არასოდეს გინდათ, ჩემი გაიგოთ_ ანგარიში გამიწიოთ.

რატომაა, რომ  ურემი რომ გადაბრუნდება მერე მოდიხართ, თურმე არ შემშლია, თურმე მართალი ვიყავი, თურმე ღირდა ჩემი მოსმენა, მეორე წამს კი....

რატომაა, რომ სანამ არ გატკენთ, დაგამცირებთ,  და სახეში არ მოგახლით სიმართლეს, აი იმას, რომ არ გინდოდათ გაგონება, მერე მიჯერებთ?

 რატომღაც მხოლოდ მაშინ რატომ აფასებთ ჩემ ხასიათსაც, ნებასაც და აზროვნებასაც, როცა სისხლს დაგადენთ, ბოლომდე გატკენთ, სამუდამოდ გაგიძახებთ ჩემი ცხოვრებიდან ან მე წამოვალ?

რაში გჭირდებათ ჩემი ბოლო წერტილამდე მიყვანა?
მერე  შემიყვარეთ და მიმიღეთ სერიოზულად, როგორც გენებოთ- ეტყობა ამ გრძნობებზე ტკივილის გარნირი ჩემი ცრემლების სოუსში მადისაღმძვრელია.
მე კი მოვდივარ.

მე როცა ვცდები(არც ისე იშვიათად), ბოდიშს გიხდით, არ მრცხვენია, არც მერიდება.
თუ მართალები ხართ, გაღიარებთ, დამენანება და თავს დაგიხრით.

მაგრამ სიმართლეს, რომელსაც ვგრძნობ, ვერა საბუთით და რაციონალური აზროვნების ვერანაირი გაბრწყინებით ვერ გადამაჯერებთ ვერაკაცი.
ვგძნობ და იმიტომ. და მართალიც გამოვდივარ, თითქმის ყოველთვის.
ცოტა უნდა მოიცადოთ ხოლმე, ურემი გადაბრუნდება და დაინახავთ.

.
თუმცაღა,  მე მშიშარა ვარ და უთქმელობას მიჩვეული, სულ გეთანხმებით და მე თვითონ გემალებით სადღაც, უცნაური, ოდნავ აგრესიული  ნუცას უკან, ისე მარტივ ადამიანად რომ გეჩვენებათ, ყურადღებასაც არ იპყრობს თქვენსას.

თქვენ კი, სწორხაზოვანი აზროვნების მამამთავრები, სიმართლეს ერთი კუთხიდან რომ შეშტერებიხართ მხოლოდ, არაა ეგრე.
პაწაწკინტელა დეტალები სურათს ცვლის ხოლმე, თქვენ კი გვერდზე გრჩებათ.

უბრალოდ, ნუ გამაკრიტიკებთ და გამისწორებთ, იმას, რაც თქვენზე კარგად მეხერხება.
ასე აჯობებს.

<< ყველა ნუ მიიღებთ,  ეს ამოთქმა განკუთვნილია:
  • წარსულის ყველაზე დიდი სისულელისთვის;
  • მეზობლისთვის, რომელიც თვლის, რომ ბავშვობა არ მქონია;
  • ყველაზე ახლოსთვის  ჩემი გაჩენის(პრინციპში გაჩენამდეც) დღიდან;
  • ერთი დიდისთვის
  • ერთი არც ისე დიდისთვის
  • და ორიოდე ჭკუისკოლოფისთვის, თავიანთს რომ არ აღიარებენ და ჩემზე ზრუნვა აუჩემებიათ.

ისე კი :
კარგი დღეები მაქვს,
ფოფო ჩამოვიდა <3
სასწავლებელი დავამთავრე(ანანურში კი არ წავედი- არ დამძრახოთ, სხეული ამიჯანყდა)
გამოცდებს მოვრჩები და სამსახურიც მელის, ავად თუ შავად, სამსახურია.

ერთი ეგაა, ტყე მომენატრა.
და ჰო, მარაზმობანას ვთამაშობ კიდევ.






















2 comments:

  1. ჰჰ, რაღაცნაირი მძიმე პოსტი იყო, მაგრამ კარგი.
    რა არის იცი? მემგონი შენთვითონვე თუ არ იბრძოლე შენი თავის დასამკიდრებლად და შენივე სიმართლის აღიარებისთვის არაფერი გამოვა. დაე იყოს ეს ბრძოლა მტკივნეული, მაგრამ არ უნდა დაიმალო და არ უნდა დაეთანხო ხალხს იმაზე რაზეც გულის სიღრმეშია რ დაეთანხმებოდი.

    ReplyDelete
  2. ra gvian vnaxe komentarebi :(

    როგორ გითხრა, უფრო ხშირად არც ვეთანხმები და არც უარვყოფ ხოლმე, მაგრამ ჩუმად როცა ხარ ყველა ისე იღებს, თითქოს ეთანხმები :)
    როცა იმის ემოციები შეგიძლია გაიგო და ხვდები, რომ ის როგორცაა და რაცაა, ამ ადამიანზე ასე მოქმედებს, ვეღარ ვეკამათები ხოლმე, ყველა ჩემინაირად ვერ დაინახავს
    და გამოდის მერე რაც გამოდის

    ReplyDelete