Sunday, October 19, 2014

მილოცვის






































მომილოცავს ბედნიერება
მომილოცავს -სამართლიანად დაბინავდი.
თან მით უმეტეს
შენს "ვინც იმსახურებს"-ს ამობურცული მკერდი აქვს და 
ტრაკიც- მოზრდილი.

გილოცავ ორგაზმს დილა-საღამოს _ ჯანმრთელობა ხელში გიჭირავს
თან მითუმეტეს
მაგ მკვრივ ტაკუნებს მამიკოს სქელი საფულეც მოჰყვა.
თუმცა ბოდიში, მატერიალისტური გათვლები ჩემი ნაკლია-
მე ხომ იმუშავე მეთქი, მაგხელა ბიჭს გაგიბედე.

"გართობასაც" გილოცავ
აღარავინ გაგიპროტესტებს სმას და დათრობას.

მომილოცავს თავისუფლებაც
არავინ მოგთხოვს დაფიქრებას, ნაბიჯის გათვლას,
კითხვას და სწავლას, მუშტის ნაცვლად ენით ბრძოლას -
ომი რომ მეტად აღარ დაგჭირდეს.
აღარავინ გიბიძგებს წინსვლას,
ეყვარები დალხენილად გაზრდილ თოჯინას-
მომილოცავს, მართლა და გულით.

აქვე:
იმედი მაქვს რომ როცა დრო მოვა
შენი "სამართლიანი არჩევანი" წაქცევისასაც დაგიჭერს.
ეგ დრო კი, მოვა.

დაგჭირდება, ვინმემ სისხლი მოგბანოს ხელებიდან
ღამე გითიოს შენ და შენ ფიქრებს,
მაგ გულის ძალა შეაგუოს ხალხის მურთხობას
და გასწავლოს, როგორ არ ჩაყვე ტალახს და ჭაობს.
მოკლედ -
გაგზარდოს.

უყვარდე: 
მაშინაც, როცა არ გაქვს თავი მხიარულების,
მაშინაც, როცა დაინახავს- უწევხარ მკვლელი
რომ თავს ანდობს დახლეჩილ სულს და
ღამღამობით სისხლში იძინებს.

ვიმედოვნებ: 
რომ ეყვარები ჯოჯოხეთი.
არ დაიზარებს, რომ ძილის წინ აიღოს ტილო
და მოგწმინდოს ცოდვა თავის უბედურებას.
მერეც უყვარდე.

ბოლოს:
კარგი იქნება
აღარ დაგჭირდეს გახსენება, რომ მე მიყვარდი.

რომ იცოდე: 
ვერც დამივიწყებ.

კითხვა მაქვს ერთი:
მამაშენი რომ მოვიდა 17-ში ღამე, არაფერი გითხრა სიზმარში?
არ იდარდო,
ალბათ არ გკითხავ.

ისეც:
ვამაყობ, რომ ყველა შეცდომა ასე გავთვალე.
მცოდნიხარ, მცნობიხარ, ძვირფასი ყოფილხარ.

უნდა ვაღიარო: 
ცოტა ძნელად გიშვებ.


დამშვიდობების:
ყველა შანსი ხელში გიჭირავს.
მეიმედები.
შეძლებ.

No comments:

Post a Comment