Wednesday, April 9, 2014

რჩევა ჩემნაირებს ბიჭებსა ზედა (და არამარტო)

პოსტამდე: განწყობისთვის
პოსტი დავწერე დაახლოებით ერთი წლის წინ, მაშინ, როცა ჯერ კიდევ აღნავლებული კატასავით ვიქცეოდი. 
ვაქვეყნებ დღეს- ჩემი თავით კმაყოფილების აღსანიშნავად.

N1. ნუ გეშინიათ, იყოთ ის, ვინც ხართ.
N2. ნუ გეშინიათ, იყოთ ის, ვინც ხართ.
N3. ნუ გეშინიათ, იყოთ ის, ვინც ხართ.
მართლა.
უარმყოფელი მაინც უარგყოფთ, მიმღები მიგიღებთ. როცა გეშინიათ, მიმღებს დაკარგავთ.
მაგალითად:
- ხართ გინების ხასიათზე? იგინეთ
- ხართ ზარმაცი? იყავით
- ხართ მზრუნველი? -ნუ იმალებით, თქვენი თავი ყელში ამოუყვანეთ.
- ხართ ბავშვური? - ნუ დიდობთ, ნუ სერიოზულდებით.
- გინდათ ადგეთ, ერთი კარგად გაულაწუნოთ და წამოხვიდეთ? -ქენით!
- გინდათ, ისტერიკა მოუწყოთ? მოუწყვეთ! თუნდაც ტრანსპორტში, როცა ახლადგაცნობილი ქუსლებიანი თოჯინის გვერდით ჯდომა არჩია და დაგამცირათ- მძღოლს თქვენზე უარესებიც ეყოლება ნანახი.

ნიღბის დიდხანს ჭერა კი შეგიძლიათ, მაგრამ თქვენვე შეგხუთავთ.

ნუ გეშინიათ იყოთ ის, ვინც ხართ- საქმე იმაში არაა, რამდენად დიდ ანგარიშს გაუწევთ მას და მის აზრებს( ის ამას ვერ დაინახავს), საქმე იმაშია, რომ მანამ გაფასებენ, სანამ თქვენ თქვენ ხართ. სხვანაირად გუგლის ფუნქციას შეიძენთ. დაეხმარებით მაშინაც კი, როცა მისი მეგობრის გოგო ქალიშვილობას რთულად დაკარგავს, სხვა დროს კი შემაწუხებლად გადაიქცევით- გუგლი არასდროს ითხოვს მოკითხვას, ყურადღებას, სითბოს, სიყვარულს, თქვენ - კი. 
უბრალოდ, იყავით ის, ვინც ხართ, იმიტომ რომ სხვასთან ყოფნისასაც თქვენ გაქვთ მნიშვნელობა. თქვენ, თქვენ თავს და რაობას.
საბოლოოდ თავს დაიღლით.
იყავით ის, ვინც ხართ რომ არასდროს დაგიდგეთ დღე, როცა გეტყვიან, რომ( მაგალითად) მზრუნველი და უბრალო გოგოები მოსწონთ, თქვენ კი მაგ თვისებებს ვერ მოგაწერენ. არადა თქვენ არ იყავით, ვინც ამას მალავდა?!

საბოლოოდ, სხვასთან თუ მარტო, თქვენ თავთან და იმ სიმართლესთან რჩებით, რომლის ხმამაღლა ყვირილი გინდოდათ და არ ქენით
რომლის სამზეოზე გამოტანა გინდოდათ და ვერ მოახერხეთ
ელოდით, ეკითხათ თქვენთვის,
ელოდით, დასჭირვებოდით, დაენახეთ,
დაინტერესებულიყვნენ- თუნდაც სულ ცოტათი.
არ იზამდნენ, არ იზამენ, არ შვრებიან.
თქვენი სიმართლე თქვენთან იქნება, თუნდაც არ მოეწონოს ვინმეს.
უთქმელ სიმართლეს არც უარმყოფელი ჰყავს და არც შემფასებელი გამოუჩნდება.

ნუ გეშინიათ. იყავით ის, ვინც ხართ. ყველასთან.


-ყველაზე სასურველადამიანებთან სიმართლეამოუთქმელი მე

No comments:

Post a Comment