Thursday, April 18, 2013

Last few days Timha და მომხდარი ამბები

Timha: წვიმა და სახლში ჯდომა
"აი, თქვენ ხო აზრზე არ ხართ, რა მაგარია"  -ჩემი ერთი ნაცნობი რომ ამბობს, იმ გულიანი ტონით ნათქვამი

კიდევ ერთი:
აგოტას ''ტრილოგია'' მივამატე ჩემი წიგნების თაროს. არადა, იმედი მქონდა გადაწურული. შემთხვევით გადავაწყდი ბიბლუსში გუშინწინ, რაც ხელში მეჭირა ყველაფერი მოვისროლე და მაგას დავწვდი. კარგი სანახავი კი ვიქნებოდი, ვეება ჩანთით  და ჩამოვარდნილი ყურსასმენით რომ მივირბინე სალაროსთან, თითქოს ვინმე მართმევდა წიგნს :დ







მომხდარი ამბები:
-ჩემი პირადი ჰოროსკოპი შევადგენინე :მზე: ინტერესით ვკვდებოდი, ისე მინდოდა მცოდნოდა დაწვრილებით, ჰოდა ეხლა ვიცი და კიდევაც შემაჯანჯღარეს. ისე, წარმოიდგინეთ, რომ მე, წყლის ყველაზე ძლიერ ნიშანს, ასცედენტი ცეცხლის ნიშანი მშვილდოსანი აღმომაჩნდა(ბუნებით საპირისპირო) მთვარე ტყუპებშია და ძირითადი პლანეტების უმრავლესობა ლომში(მათ შორის ვენერაც -_-), რაც უნდა ვიყო, იმასთან შედარებით ანგელოზის ხასიათი მქონია :ფრთები: (თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, მე ქეთი ვაწაძეს მივმართე, არაჩვეულებრივი ადამიანია. astrologia.ge)

- კბილებს ვისწორებ, უკვე მერამდენედ,  თუმცა ამჯერად ისე გავყავი თავი, ბოლომდე გასვლა მომიწევს. ისე, ვისაც გასასწორებელი გაქვთ, დაფიქრდით, ინდივიდუალობა და უკომპლექსობა კარგია, მაგრამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ ჯანმთელობაზე;

-გემრიელ ადამიანებთან ერთად გემრიელად წოწიალსაც არ ვიკლებ:




- პრო-კრედიტ ბანკში ახალგაზრდა ბანკირთა პროგრამის ბოლო ეტაპამდე მივედი და აყვანის წინ ვთქვი უარი :დ კადრების განყოფილებიდან დამირეკა მერე იმ ქალმა და ისეთი ტონი ჰქონდა, მეგონა, კაცი მოვკალი მის თვალწინ.
- არაფრის გამო მაგინეს :| თან კარგმა ნაცნობმა. გაცეცხლებას თავი დავანებოთ და გული დამწყდა, სხვანაირი ჩანდა.
-ერთ დღეს შეიძლება ასეთიც მიხილოთ.
-ჩემმა ზაფხულის მარაზმობანამ ისევ წამოყო თავი. თუმცა ამჯერად მთელი 10 თვით და 6-7 თვიანი აპათიით უფრო გაზრდილი ვარ, იმასაც მივხვდი, რა მჭირდება და ასე ადვილად აღარ წავიქცევი. მთავარია, ეს სხვებისთვის გასაგებად გადმოვცე(აქ კი გაჭირდება საქმე)
- შუალედური გამოცდები მოვიდნენ;
- ერთი გოგოშკური დილემაც მაქვს გადასაწყვეტი: არ ვიცი, "შევიმოკლ-ავიჭრ-ავიკუწუწო" თუ არა თმა;

-ბუნებაში ყოფნა მომენატრა. აი, ეხლა ამინდები გამოვა და საბოდიალოდ უნდა წავიდე- სასუნთქად და   სულის გამოსაცოცხლებლად.


P. S.  ცოტა აყრილი პოსტი გამოვიდა,  მაგრამ არაუშავს, იყოს.


2 comments:

  1. კბილები ჩემი პრობლემაა :/
    მაგრამ 2 კბილის გამო გადაყრილი ბევრი ფული და რამდენიმე წელი მენანება :/

    ReplyDelete
    Replies
    1. girchevnia gaaketo :) tan aucilebeli araa maincdamainc breketze waxvide tu dzaan bevris gadayra ar ginda :) ori kbili kidev sul maqsimum erti wlis ambavia :P easna ketilsindisieri unda iyo ogond

      Delete