Monday, January 28, 2013

უსაქმურობის სარგებლიანობაზე

კიდევ კარგი  სიყვარულოვნა რომ არსებობს, ის რომ არა, ჩემ ბლოგს მტვერი შეჭამდა.
                                                                                                                                    მე.



პრინციპში, მარტო უსაქმურობასაც ვერ დავაბრალებთ.
პირველი -  გენების ბრალია - მაკრატლის და ნემსის ჭერა რომ ვიცი და არც საქსოვ ჩხირებთან ვარ მწყრალად;
მეორე - საშინლად არ მიყვარს საყიდლებზე სიარული, ათასი რამის მოზომება და ბოლოს მაინც ხელცარიელი და უკმაყოფილო წამოსვლა, ვერაფერი რომ ვერ დამაკმაყოფილებს;
უფულობა - ისიც დაამატეთ, რომ ერთი თვეა უმუშევრის სტატუსს დავატარებ(კაცმა რომ თქვას, სულაც არ მემძიმება);
მესამე - ტანსაცმელს ვეჩვევი უაზროდ;
მეოთხე - წვეტიანი აზრები მაწუხებს ხოლმე :დ


ასეა თუ ისე, მაკრატელთან, ნემსთან, ჩხირებთან თუ ყაისნაღთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
თუ გადაბმულად უსაქმური დღეები დამემღხვა და სახლში ნაჭრები ან ძაფები მომეპოვება, ბედნიერი "გადავიკარგები" ხოლმე იქ, ჩემთან და უკან რაიმე ახლით ამოვყივნთავ.

დღეს, მაგალითად, ახალი კაბის დაბადების დღეა. მართალია, ერთი შტრიხი აკლია და ხვალ საბოლოოდ დასრულდება, დღეს მაინც აღვნიშნავთ ბენიერ დღეს - ორი კაბა გადაგდებას გადარჩა და ერთი ახალი დაიბადა:






ДО:
 ამის წერა უთო გახდა, უკანა მხარეს, სიჩქარეში ჩავახუტე ზედმეტად ცხელს :|













ეს მომბეზრდა, წელი გაუფუჭდა,
მოკლედ როგორც ჩემი მეგობარი
გივიკო იტყოდა, სრული ცვეთა
დაერიცხა.

ПОСЛЕ: 
                                       

     ეს კი დღეს გაჩნდა, ველოდები, რომ იმედებს გაამართლებს და რაც მე ამის ქვედაბოლოს მორგებაზე ვიწვალე იმ შრომას წყალში(რეალისტები რომ ვიყოთ, ნაგვის ურნაში)  არ ჩამაყრევინებს.   
    P.S. იმედი მაქვს ჩემი დასიებული თვალები და სახეზეც(კაბის არ იყოს)  ნაცრისფერი არ შეგაშინებთ, ცოტა გამოუძინებლობის და  ცოტათიც დაბალი გემოგლობინის ბრალია ალბათ.



                                                         

2 comments:

  1. მშვენიერი პოსტი და კაბა გამოვიდა ^_^
    მე არ მეხერხება ნემსთან, მაკრატელთან. ჩხირებთან და მსგავს რამეებთან ურთიერთობა. არც ტანსაცმლის საყიდლად ბოდიალი მიყვარს. კიდევ კარგი ამოჩემება ვიცი და უტანსაცმლობა, რაც ყველა გოგოს აწუხებს, არ მაწუხებს :დ

    ReplyDelete
  2. nat <3
    bednieri xar mere :D icvam moxerxebulad, sheneburad da qveyana fexze gkidia :d :*

    ReplyDelete