Sunday, July 13, 2014

მჯერა-არ მჯერა (სუბიექტურ-დასიცხული პოსტი)


მჯერა ღმერთის.
აუჰ აუჰ აუჰ ეს რა თქვა დაიღუპა და ბლა ბლა ბლა გაფიქრებები რომ გადაგივლით
ან უი უი უი მორწმუნე ყოფილა და აბა მაშინ ასე მოკლე კაბით რას დასეირნობს(ცოდვაა "კ სტაწი" ეს ფიქრი)  და რომელ ეკლესიაში დადის ნეტა და ბლა ბლა გაფიქრებების მერე გეტყვით
რომ მე სხვა ღმერთის მჯერა.
იმის არა, რომელსაც ტიკინასავით დაარბენინებთ კაცობრიობა აქეთ-იქით და ხან მისი ლანძღვით და დაცინვით ცდილობთ მიზნების მიღწევას, ხან კი ქება-დიდებით მანიპულირებთ და ადამიანებს სათქვენოდ იყენებთ (ადამიანებით მანიპულირება კი ყველაზე მაგარი გასართობია, ყველაზე აზარტული და საინტერესო, გეთანხმებით)
არც იმის, რომ ჯოჯოხეთი მარტო ცეცხლია და სამოთხეში თავზე ოქროსრგოლდარჭობილები ქნარზე დავუკრავთ;
არ მჯერა, რომ ღმერთი წვეროსანი პაპაა, რომელმაც 6 კალენდარულ დღეში შექმნა სამყარო, მეექვსე დღეს საღამოს კი ფაცაფუცით დაიბანა ტალახიანი ხელები და თავის საბრძანებელში გაიქცა, არიქა, დასვენების დღეა ხვალ და ამაღამ ჩემ შოუებს ვუყურებ ლუდის ფონზეო(ისე საინტერესო იქნებოდა ასეთი ღმერთი)
არ მჯერა, რომ მარტო ის განზომილებებია ჩვენ გარშემო, რასაც ვუყურებთ.
არც ის მჯერა, რომ  ღმერთის ფენომენი ადამიანური ფსიქიკის სისუტის ნაყოფია- გადააბრალოს ყველაფერი, რასაც ვერ ხსნის, ღვთიურ ძალებს.
არც ის, რომ ბიბლია ყველას რომ გვაქვს სახლში, შიგ ჩახედვა გვესიკვდილება და კრიტიკა, გაიხარე, ჯიგარს გვფხანს, ზუსტად ის ბიბლიაა, რომელიც ღმერთმა  დაგვიტოვა. აკლია ჩემი აზრით რაღაც და ნამეტანი ადამიანებზეა მორგებული (და ეგეც არ გვესმის- "სდიტ ი გორე ჩელოვეჩესკოე") 
არც იმის, რომ დედა, მოკლე კაბა ჩავიცვი და დედა, ბიჭს შევხედე და დედა, "მამაოს"(მღვდელს არადა, ქართულმა ენამ რაღა დაგიშავათ) აღსარება არ ჩავაბარე და ტიტუუ!მამა გაბრიელის ნეშტი არ მოვინახულე- ეგაა და გავმწესდი ჯოჯოხეთში (აქ უსინდისოდ შემცირებულია მასშტაბები და დაკარგულია ძირითადი აზრი-სახარებამოსმენილი სანთლების ფილოსოფიის ვარიანტია)
არც ის, რომ ეზოთერიკა ქიხიაა და არც ის, რომ მაინცდამაინც ეზოთერიკაა სრულყოფილების გასაღები.
აბა რიღასი გჯერა შეჩემაო, მგონი დასვამდით ამ კითხვას უკვე.
ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო იმის მჯერა, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი არსებობს. ყველაფერი. მართალია მეცნიერებაც, რელიგიაც, ეზოთერიკაც, დრუიდებიც, პითაგორაც, აინშტაინიც- ყველა და ცალცალკე.
ჩემი აზრით ისინი ღმერთის (ნაღდი, მართლა და არა ადამიანის აზროვნებას მორგებული ღმერთის) შექმნილ სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ და შანსი არაა, მთლიანად აღიქვან.
იმიტომ, რომ ჩემი ღმერთი ისე მაგარია, ისე მარტივად გენიალურად, მაგრამ მასშტაბურად(აი აქ გვიჭირს) მოაწყო ყველაფერი, რომ ჩვენ, ჩვენი საცოდავი ტვინების 100% რომ გვიმუშავებდეს, შეიძლება რამე კიდევ რამე გამოგვსვლოდა, მაგრამ ეხლა საწყალ 5-6%-ს ვამუშავებთ ყველაზე კარგ შემთხვევაში და თქვენ დაფიქრდით, რამდენია რამის შეგნების ალბათობა. ჰო, ეგაა, ნული.
მე საიდან რა დავასკვენი თუ ფსიქიკამოხარშული არ ვარ, ეგ კითხვაც დასვით გარდა იმ გაფიქრებისა რომ ალაოდაა ეს გოგო მგონიო?
არც არსაიდან.  პრინციპში თავსაც ვერ დავდებ, რომ მაინდამაინც მივხვდი და დავასკვენი და  აბა ხალხნო, მუხლი მოიდრიკეთ, ესაა სიმართლე და ჭეშმარიტებას ვღაღდებ მეთქი ვიბრალებ.
უბრალოდ, რამდენიმე მიხვედრა გადაჯამდა და ეს გამოვიდა.
 ჯერ კიდევ ძალიან პატარამ დავასკვენი, რომ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და მსგავსი დებილი მოსაწყენი საგნები სულაც არ იყო ასე მარტივი და ეს ამოცანები მარტო იმას არ ხსნიდა, ბურთი მეცხრედან რომ ჩამოგვეგდო რა მოხდებოდა, რომელიც მართლა არავის აინტერესებს და პირდაპირი შინაარსით გუგლში სამუშაო გასაუბრებაზე თუ გამოგადგებათ. აქაც მაშტაბები გავზარდე(ჰო გადავეკიდე ამ მასშტაბს და რა ვქნა, ეგაა თავი და თავი) და მივხვდი, ეგ კანონები, ისევე მოქმედებდა ადამიანებზე, გრძნობებზე (ჰო!) და ჩვეულებრივ ცხოვრებაზე, როგორც ბურთებზე ბერკეტებზე, მჟავეებსა და ტუტეებზე.
რომ მიზიდულობის კანონი მარტო ის არაა, რომ ნიუტონს თავში ვაშლი მოხვდა და ჰაჰა, "გლავნოე" სამიანი(ახლა შვიდიანი) მივიღო და ერთი ნიუტონისაცო.
რომ მგონი პროტონები და უუუუუუუუმცირესი ნაწილაკები ისევე ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან როგორც უუუუუუუუუუუშველებელი გალაქტიკები და თან მგონი იმაზე განსვხვავებული კანონებით, ვიდრე ჩვენ გვგონია და მიზიდულობის კანონიც რაღაც ნამეტანი ადამიანზე მორგებულია(ამ ბოლოს ვნახე სადღაც გადაცემა ახალ დამოკიდებულებებზე და განზომილებებზე იყო საუბარი, სამწუხაროდ არ მახსოვს ვრცლად და ვერც გადაცემას მივაგენი), ჰოდა ადამიანები რა გამონაკლისები უნდა ვიყოთ,  ჩვენც ხომ იგივე შემადგენლობა გვაქვს მეთქი.
და თუ არსებობს სხვა განზომილებები, არსებობს სხვა სიხშირეები, სხვა მატერიები რატომ არ უნდა არსებობდეს სული? რატომ არ უნდა არსებობდეს გრძნობა, ემოცია- ნივთიერებათა ცვლის გარკვეული ნაწილის ბიძგი და არა შედეგი სხვათაშორის. რატომაც არ უნდა შეიძლებოდეს, რომ სიტყვამ გავლენა მოახდინოს მატერიალურ გარემოზე? დაითვალეს ესეც ბოლოსდაბოლოს 5%-ით ტვინის მომქოქავმა ნაკლებად ზარმაცმა ადამიანებმა.
დავასკვენი რომ სიტყვას ძალა აქვს, სიტყვა ფიქრიდან მოდის, შესაბამისად ფიქრსაც ძალა აქვს.
 ბევრი რომ არ გავაბა, უკვე აქედანაც გამოდის დასკვნა, რომ ადამიანები მთლიანად სამყაროს და ღმერთის შესაძლებლობების(მაგარი ვინმეა! ) სრულ დიაპაზონს უკვე ვეღარ გავიგებთ- იმიტომ რომ ჩვენში ადამიანი, ვისაც ფიქრების ძალის, ღმერთის, ინტუიციის, მაგიის, ეზოთერიკის და სხვა "სვერხისწესტვენობების" ასე მასშტაბურად (^__^) სჯერა, შერიკინებულია და რა ფიქრის ძალაზე ფიქრი კაცო, ნახე რა გოგომ ჩაიარა, ან ნახე იმ მაგიდასთან ბიჭი ჩვენ გვიყურებს, ან კაი ტო, წამო რამე დავლიოთ, ან რა დროს ეგაა იცი რა ფეხსაცმელი ვიყიდე, ან მგონი ბაკო მღალატობს, ან  ფინალია ბიჭო რას ბაზრობ და ა. შ. მოკლედ... 
მე მჯერა ღმერთის. აი, აი იმ მაგარი და არაადამიანურად ჭკვიანი ღმერთის, რომელმაც მთელი ეს სამყარო (რაც ჩანს, რაც არ ჩანს,  რაც აღმოვაჩინეთ, რაც შანსი არ გვაქვს, რომ აღმოვაჩინოთ ან მხოლოდ შეგრნებით თუ მივხვდებით - იმ ყველაფრიანად) ოდესღაც მოქოქა და ერთხელაც შეიძლება ყელში ამოვუვიდეთ და დაგვამთავროს. თან ამას ისე ხარისხიანად გააკეთებს - ნაგავიც არ დარჩება გადასაყრელი.
მე მჯერა და ოჰ ოჰ ოჰ, უჰ უჰ უჰ, აუჰ ჩემიკაის მოსმენას ასე თუ ისე ტოლერანტულად("ნავაროჩენი" სიტყვა მცოდნია^) ვხვდები კაი ხანია.
აქვე რჩევა - ესეთი ფიქრები როცა მაწუხებდა და ვლაპარკობდი კიდეც, უცნაურ ვინმედ ვითვლებოდი, ასე  რომ, თუ მაინც ფიქრობთ მსგავს რამეებზე, გამხელა რეკომენდებული არაა, იწვევს კამათს და თქვენზე შეხედულებების ცვლას- "კაკ მინიმუმ".  
ფიქრს მიჩვევა იწვევს ურთიერთობების გადაჩვევას- გაითვალისწინეთ
და თავსაც ნუ დაიღლით. 5% მაინც არაა სამყოფი, ინტუიციის და მეც რომ არ ვიცი რა დავარქვა იმის ნდობას სწავლა უნდა თავიდან  და 5% თავს გადასდის, საწყისი რესურსი კი სხვა აქვს. 
ისე კი ჯობია, ახალი ტვ-შოუ დავძებნოთ, გასართობად წავიდეთ ან ვინმეს ტვინი ვჭამოთ.
თუ ვინმეს ჩემი ნათქვამიდან რამე დაგაინტერესებთ, გარანტიას ვიძლევი, სრულიად ადამიანურად გამიხარდება და გავამაყდები.  

No comments:

Post a Comment