Monday, May 12, 2014

პოსტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე თემაზე

სინდისი კი მქნეჯნის ცოტათი, ასეთი ტონით და სიტყვებით(საერთოდ ქართულ ენას ვუფრთხილდები ხოლმე) დაწერილი პოსტი რომ უნდა დავდო ბლოგზე. მაგრამ სადმე ხომ უნდა ვთქვა.

17 მაისი აქამდე რა უწყინარი დღე იყო ხოლმე. 21 მშვიდობიანი და შეუმჩნეველი 17 მაისი მქონდა აქამდე. გული მწყდება.
ამ ხალხის ძალიან მიკვირს. შეგრძნებით მაინც ვერ ხვდებიან, რომ ამ ქვეყანაზე ყველა დროს ერთი და იგივე იყო, არის და იქნება? რომ ეხლა არ გამოჩეკილან გეები, ტრანსგენდერები და ა. შ. ადრეც იყვნენ, ყველა დროში, ყველა ეპოქაში და ყოველთვის. ეს ფამუქი რომ გაქვთ ამოღებული მიზანში და გააღმერთოთ ლამის, იქიდან მაინც ვერ აკეთებთ დასკვნებს? რა ეხლა აგვიტყდა ყველა გამრუდების გასწორება?
შეეშვით პროპაგანდასაც, წინააღმდეგობასაც და საკუთარ საქმეს მიხედეთ ყველამ. ყველამ.

ისე ფიზიკაში გვასწავლეს ერთი კარგი კანონი: რაზეც არ უნდა იმოქმედო რაიმე სახის ძალით, ის ზუსტად ტოლი სიძლიერის წინააღმდეგობას დაგიბრუნებს(ნამეტანი ლამაზი სიტყვებით როგორ ითქმის არ მახსოვს)
ჰოდა ეგ და სხვა კანონებიც მარტო საცდელ ბურთულებზე და ბერკეტებზე და იმ ნივთებზე კი არ ვრცელდებოდა, ფიზიკის კაბინეტში რომ ეწყო და წიგნი რომ დახურეთ და საკონტროლოში სამიანი გააწიალეთ იქ კი არ დამთავრდა, მთელი ქვეყანა ეგრე მუშაობს.
ამიტომ, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევთ, მით მეტი დაწოლა მოვა და მოგვიმრავლდება 17 მაისები და ამბები.("კ სტაწი" რამდენიმე ცოტა შნოიანი კი მოღუნავს ოხრად ფულს და ჩვენ ვაგინოთ ერთმანეთს რა პრობლემაა, მაგის მეტი რა გვიკეთებია)



ახლა გამომიხტება აქ ბევრი, ჩვენსას ვიცავთო, თავზე გადაგვასხდნენო და ისო და ესო.
აქ ორნაირი პასუხის დაბრუნება შემიძლია.
პირველი: მაგალითად ჩვენივე ადამიანების გამოგონებულ და ადამიანურ ბუნებაზე მორგებულ მაგალითს მოვიყვან ეკონომიკაზე. ნებისმიერი ეკონომიკა ქვეყნის, რეგიონის თუ რისიც გინდა, დადის ერთ მარტივ სქემაზე, რომელშიც სამი ძირითადი ელემენტია, ოჯახები, ფირმები და ბაზარი. ამ სამიდან ერთი მაინც თუ არ მუშაობს სწორად, ეკონომიკა იშლება. ეხლა რომ მიგახვედროთ, უმცირესი და უმნიშვნელოვანესი ერთეული მანდ საოჯახო მეურნეობაა, ოჯახია, რომლის ფეხზე დაყენებლადაც სხვის ხეზე მწვანე ფოთლების ყვითლად(ვარდისფრად, ან როგორც გაგიხარდებათ) გადაღებვის ნაცვლად, საკუთარის გაზრდა და მოვლაა საჭირო.
თუკი, შე ოჯახაშენებულო, ასე ძალიან გინდა,  შენ რომ მოგწონს იმ გარემოში რომ იცხოვრო, იქნებ ჯობია ვიღაცის დედის გინებას, გასვლას და საკუთარი ერთი ადგილის ბრდღვნას, შენ საკუთარ ბოსტანში საკუთარი ხე გაზარდო წესიერად?
არ იზამ ამას. იცი რატო? ძნელია. ადგომა, შრომა, თავის და ერთი ადგილის განძრევა უნდა. ზატო ისაა ადვილი, რასაც არ აშენებ, ის "დაიცვა" და დიდი ინტერესით არჩიო, ვინ ვის საიდან ხმარობს. შენსას მიხედე საქმით. ერთი შენ იქნები, მეორე მოგემატება, მესამე და საბოლოოდ რაღაცა გამოგივათ ძალა იქნებით და თავზე ვერავინ დაგასხდებათ და რაც მთავარია, თქვენ გეკიდებათ ვინ რას ეცდება. მარა ხო, ვიცი, ალაოს ვბაზრობ ტო, სხვისი დედის და პიდარასტი ტრაკების ტ$^%$ ადვილია და გამოგდის, პრაქტიკა გაქვს დიდი.
მეორე: ფსიქოლოგიაზე და კომპლექსებზე ლაპარაკს არ დაგიწყებ, თუ გაგიგია, მაშინაც მომიბრუნდები და ფროიდის ასე და ისე ეგ ნარკომანი გამოიმასქნებული, მაგას საერთოდ როგორ მიხსენებო მეტყვი, ამიტომ მარტივად მოვკვარახჭინდეთ.  ბავშვობაში რომ შენგან განსხვავებული არ დაგეჩაგრა, არ დაგეცინა, არ გეცემა და ტუალეტებში "სურპრიზები" არ მოგეწყო შენ, ძალიან მაგარს და კაი ტიპს და სწორს და ძაან პოპულარულს, იმას დღეს არ ექნებოდა იმის სურვილი, რომ რაღაცა ემტკიცებინა და ეს კომპლექსი არ ჩაახრჩობდა და არც ვინმე ცოტა შნოიანი და ჭკვიანი გამოიყენებდა მაგას ფულის ჩასაჯიბავად. "მარა ხო" მესმის შენი, რაღაცით შენც ხომ უნდა დაგემტკიცებინა რა მაგარი იყავი და მაგ შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა ტო?
ესეც შედეგი.

აქეთ მეორე "დაჩაგრულ" უმცირესობასაც ვეტყვი. იქნებ და როგორმე თქვენც თქვენ საქმეს მიხედოთ? ყველამ რომ მეგობრულად ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ისე ვიცხოვროთ როგორც გვინდა, არა?  თუ ცოტა შნოიანები მაგრად გიმუშავებენ კომპლექსებს? საბოლოოდ ყველანი ჩვენ თავთან და ჩვენ ცხოვრებასთან ვრჩებით და იქნებ პირდაპირ მაგისთვის მიგვეხედა, არა?

შემდეგი საფეხური რელიგიაა, ეგ უნდა მაჯახოთ აღმაფრენით. ჰოდა, მაგრად მეცოდება რელიგია და ღმერთი თქვენ ხელში. იცი რატო? არც ღმერთთან და არც რელიგიასთან საქმე თქვენ არ გაქვთ. მანდაც იგივე ამბავია, ვიღაც ადამიანი(თუნდაც ანაფორიანი, მაინც ადამიანია ეგეც და ფსიქიკაც ზუუსტად ადამიანივით უმუშავებს) აღმოჩნდება ცოტა შნოიანი და  ნახავს რამე ხეირს რა პრობლემაა, საქმეში ჩაეთვლება სხვა თუ არაფერი.
რელიგიით მანიპულირებას შეეშვით, იმიტომ რომ არ იცით რას ამბობთ. ადამიანები ხართ, ადამიანები ვართ და ადამიანებივით ვიქცევით.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო რამე. მე პირადად მაგრად გამიმართლა და 13 წლის ვიყავი როცა ძალიან კარგად მასწავლეს და ღრმად ჩამაბეჭდეს რომ საზოგადოების 90% უმარტივესად სამართავი მასაა და საითაც გინდა იქით წაიყვან კი არა, წააფორთხიალებ წაახოხიალებ და წაა#$%#$%@. მთავარია სჯეროდეს, რომ ისაა ერთადერთი და გამორჩეული და მართალი. ისე, ზოგს ეგეც კი არ სჭირდება.
მაგალითად, ძალიან მარტივად შეიძლება დააჯერო სახარებამოსმენილი სანთლების სახლში წაღება კარგიაო ("სახარებამოსმენილი" ჰმფ) და ატყდება მსახურებაზე სანთლებთან მირბენა და ნთება-ქრობა, შენ დადგე და უყურო, რეალურად არც ერთი მსახურებას რომ აღარ უსმენს, აღარც იმ სახარებას და არც მღვდლის დარიგებას და "ზე-მნიშვნელოვანი" საქმითაა დაკავებული. აი, თუ იმდენად კეთილი აღმოჩნდები, რომ კელაპტარი იყიდეო იდეას მიაწვდი, ეკლესიასაც ხეირს მოუტან და შენი სიკარგე ხო ცას ასწვდება, ისე ამაღლდება.
ჰოდა რას ვამბობ, იქნება და ერთხელ მაინც დაამუხრუჭოთ სადმე და დაფიქრდეთ, თქვენი საკუთარი თავი გაანძრიოთ ერთხელ და მოტვინოთ, ვაიდა, შენც ვიღაცა შნოიანს და ცოტა ჭკვიანს ხომ არ მიყვები საბელგამობმული ცხვარივით და ჯერ გაკიკინებს სადაც როგორ დასჭირდება და მერე თუ მობეზრდი, დაგკლავს პახოდუ. ისიც მაშინ, თუ კარგად მოსუქებული იქნები და კაი ჩაქაფულის პერსპექტივას დაანახებ.
მარა ხო, მესმის ძმაო, ძნელია. საბელს რომ მიყავხარ, ასწორებს, ფიქრი არ გჭირდება.

ეხლა ვატყობ, ჯერ სულ მეზარებოდა და ეხლა წერას ვეღარ ვამთავრებ. გავჩერდები აქ, მაინც კედელს ცერცვს ვაყრი,მგონია.

ისე კიდევ რა უნდა მეკითხა. აბა ხელი აწიეთ, ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენს წაგიკითხავთ თავიდან ბოლომდე ან პროფესიონალის გარჩევა რამდენს მოგისმენიათ? და აზრი  რამდენმა გამოთქვით საღი და კომპეტენტური? მოწინააღმდეგეებსაც ვეკითხები და მომხრეებსაც. ნუ მთლად ხელს ნუ აწევთ, თქვენით დაფიქრდით.

მაინც მგონია, რომ ჩვენგან ამის მეტი არაფერი გამოვა. რაც ვიყავით, ის ვართ და რაც ვართ ისევ ის ვიქნებით.




No comments:

Post a Comment