წა-მოდი რა,
მერე რა, რომ ჩემთან ბნელა და ნესტია
მერე რა, რომ ხელები მაქვს სულ ცივი
მერე რა, რომ მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ
წა-მოდი რა,
თუნდაც მკერდი მქონდეს პატარა
თუნდაც არ ვიყო ცეცლხმომდები ქალი
თუნდაც ჩემზე 10-ჯერ უკეთესი გელოდეს-
მე მომხედე რა
მე ხომ ვერ გეძახი,
მე ხომ ვერ გიჭერ,
მე ხომ ვერ ვიბრძვი
წა-მოდი რა,
რაც მაქვს, იმას გაგიყოფ,
მიწას, გულზე რომ დაგვაყრიან,
წყევლას, უკან რომ დაგვადევნებენ,
ღამეს, ერთად რომ დაგვიღამდება.
წა-მოდი რა,
რაც მაქვს, იმას მოგცემ
ცივი ხელებით მოგეფერები,
გაჩერებულ გულში ჩაგიკრავ
ჩემ საფლავში დაგითმობ ადგილს
წა-მოდი რა,
სიცოცხლე თუ არ გამოდის, ერთად მაინც მოვკვდეთ.
მერე რა, რომ ჩემთან ბნელა და ნესტია
მერე რა, რომ ხელები მაქვს სულ ცივი
მერე რა, რომ მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ
წა-მოდი რა,
თუნდაც მკერდი მქონდეს პატარა
თუნდაც არ ვიყო ცეცლხმომდები ქალი
თუნდაც ჩემზე 10-ჯერ უკეთესი გელოდეს-
მე მომხედე რა
მე ხომ ვერ გეძახი,
მე ხომ ვერ გიჭერ,
მე ხომ ვერ ვიბრძვი
წა-მოდი რა,
რაც მაქვს, იმას გაგიყოფ,
მიწას, გულზე რომ დაგვაყრიან,
წყევლას, უკან რომ დაგვადევნებენ,
ღამეს, ერთად რომ დაგვიღამდება.
წა-მოდი რა,
რაც მაქვს, იმას მოგცემ
ცივი ხელებით მოგეფერები,
გაჩერებულ გულში ჩაგიკრავ
ჩემ საფლავში დაგითმობ ადგილს
წა-მოდი რა,
სიცოცხლე თუ არ გამოდის, ერთად მაინც მოვკვდეთ.
No comments:
Post a Comment