მახსოვს:
შარშან ახალი წლის დღეს როგორ ვყლაპავდი ცრემლებს ავტობუსში და ვიღაცის ხელებს ვუყურებდი. ისეთი ხელები ჰქონდა, აი, ჩემეული. ჩე-მე-უ-ლი. დიდი სიტყვაა.
ამ ზაფხულს როგორ მეძინა ხოლმე საბნის პირში ცხვირჩარგულს- სუნი ჰქონდა იგივე სარეცხი საშუალების, რაც სამოსს. მონატრებული სუნი. მო-ნა-ტრე-ბუ-ლი.
ამ ბოლოს მარშრუტში რომ ვიჯექი ისევ კინაღამ აცრემლებული, ამჯერად შამპუნის სუნის გამო. ბევრჯერ რომ ჩამისუნთქავს, იმ თმის სუნი იყო. ახლობელი. ახ-ლო-ბე-ლი.
კანის სუნიც მახსოვს, მათრობელი. მა-თრო-ბე-ლი.
მერე ხან ნაწვიმარი დღეების, ხან გაზაფხულის, ხანაც ადუღებული ასფალტის სუნში გარეული.
სახლიც-ცოტა უმზეო, მაგრამ მყუდრო. მყუ-დრო.
სიზმრებიც-ჩემი, ფერადი, ფერადი, საშინელი. სა-ში-ნე-ლი.
დამავიწყდა:
დინებას გავყვე. ძნელია. ძნე-ლი.
ვეჩვევი:
მუშაობას
სწავლას
დაბალანსებას.
ვიზრდები.

axali wlis dge shemodgomastan ra shuashia? :D
ReplyDeletesad waikitxe saertod aq sadme axali wlis dge :)
ReplyDeleteam shemodgomiT maxsendeboda wina axali wlis dge, leqs ra aris aq egre mixvedreli :DD chaxlartuli kia, magram mixvedra sheidzleba :P
ReplyDelete