Tuesday, April 1, 2014

დიდი ხნის წინ წასულს

მე მენატრები
რას ვიფიქრებდი თუ ასე ძალიან

როცა ვიკარგები, ვიბნევი და არ ვიცი რა ვქნა მაშინ მახსენდები.
დამლაპარაკებელი როცა მინდა შენნაირი სულის და სანდო.

მინდა რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგეს.
მაგრამ აღარ ხარ.
სამაგიეროდ სააღდგომოდ ჩამოვლენ შენ საფლავზე ყველანი.

მე ის მაკლია, რომ შუბლში აღარ მკოცნი.
და აღარც არაფერია თავის ადგილზე.

არადა ეხლა როგორ მჭირდები.
როცა გავიზარდე და ჩემი წილი შეცდომების დაშვების მეშინია.

როცა გონებითაც დავინახე, რომ შენნაირს უნდა გელაპარაკო.
როცა ვხვდები, რომ ასეთს არავინ მიმიღებს, როცა ვხვდები რომ შენნაირად არ იამაყებენ ჩემით.
როცა ვხვდები, რომ შენნაირად არავინ მიშველის.

ეხლაც ისევე მინდა დაგიძახო, როცა მაშინ პატარას, თავზე წყალს რომ მასხამდნენ და შენ გეძახდი საშველად.
ხშირად მახსენებენ ამ ამბავს(ვისგან შველასაც ვითხოვ ისინი)

ეხლაც მინდა ვუყვარდე ყველას ისე, როგორც შენ. ეგოიზმის, მოთხოვნების გარეშე. მე ვუყვარდე.

ხანდახან ვბრაზდები, ისე მაკლიხარ.
და ვნანობ, ასე ცოტას რომ გელაპარაკებოდი.


არადა
ცოცხალი რომ იყო ყველაფერი უაზროდ იქნებოდა შენი ფასის არცოდნის ჩათვლით.
მანდ, ვგრძნობ, კარგად ხარ.

შენმკვდრობის ღირსი ვარ.

მაკლიხარ
მენატრები

2 comments: