ჩამონათვლამდე - მუსიკა ქარიანი საღამოს დასაამებლად
- სათაურიდანვე ჩანს- პარასკვი საღამოა.
- ქარია გარეთ. გულისგამაწვრილებლად დაქრის აქეთ-იქით. მის ადგილას დავიღლებოდი და გავჩერდებოდი. მაგრამ ამას ან რა დაღლის, ან რა გააჩერებს.
- ახალი ამბები? არაფერი სერიოზული. მაღლივი თითქმის ბოლოში გავიყვანე- აღარ მექნება სემინარები, ლექციები, გამოცდები. დარჩა მხოლოდ ერთი პროექტის დაწერა და მორჩა.
- IT აკადემიაში ვსწავლობ ქსელებისა და სისტემების ფაკულტეტზე. თავს მშვენივრად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას თვალები შუბლზე ასხდება ამის გაგებისას და ავტომატურად მეკითხებიან "შენ მანდ რა გინდა?" მინდა, ხალხო, მინდა.
- ვეძებ სამსახურს- რომელშიც ადეკვატურად გადამიხდიან(ხოხ) და ადამიანის(და არა სპილოს ) ამტანობაზე გათვლილი საქმე მექნება.
- დღეს აღმოვაჩინ,ე რომ ჩემი ჰემოგლობინის დონე სადღაც მარიანის ღრმულის ფსკერს უახლოვდება. ძლივს ვმგზავრობ, სულ მეძინება, დავსუსტდი- დღეიდან უცაბედი თავბრუსხვევები და მიბნედილი გამოხედვა ჩემი მომხიბლაობის ელემენტები აღარ იქნება (მივაწვეთ ჯანმრთელი ადამიანის ფერს).
- ყავა ჩემი არსებობის ერთ-ერთი სიხარულია.
- მელანქოლიურ ბუნებაზე ვეწყობი (მზე თევზებში გადაბრძანდა პრინციპში-ასტრო გადახვევა).
- ლილიტი გავიდა კირჩხიბიდან -მეორე ასტრო გადახვევა, რომელიც მიხარია.
- ჩემი ღიმილი უყვართ ^_^
- ადამიანები ისევ არ იცვლებიან(ჩემ გარშემო ადამიანები ყოველ შემთხვევაში- ზოგჯერ მომწონს, ზოგჯერ არა.
- ახალი რამის შესაქმნელ-შესაკერად მექავება ხელები ^^ (ჰო, ამ სიცილაკების და იეროგლიფების წერას მეტისმეტად მივეჩვიე).
- პატარა ჩანართი ბედისწერაზე, რომელზეც ერთ საინტერესო ვინმეს ვესაუბრე- ბედისწერა არაა დოგმა, რომელიც ჩვენ ცხოვრებას მთლიანად განსაზღვრავს. შეგიძლია ბედისწერად მიიღო ის, რომ დაიბადე იმ ადამიანად, ვინც ხარ, იმ ოჯახში, სადაც ხარ, იმ ქვეყანაში, იმ სახლში, იმ ნათესავებში, ბედისწერად მიიღე ის მოვლენები, რაც შენზე არაა დამოკიდებული(რომ გეყოლება და ან ძმა, როდის გარდაიცვლება შენი ახლობელი, როდის შეგიყვარდება), ასევე ის, თუ რა უნდა ისწავლო ამ ცხოვრებაში, მაგრამ შენი მომავალი, შენი ცხოვრება, შენი ადგილი, ადამიანები შენ გარშემო, ის, თუ როგორ გამოიყენებ, რას ისწავლი ბედისწერის მოცემულობიდან, მის მიერ გამოგზავნილი გაკვეთილებიდან, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჯობია შენს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა შენ თვითონ აიღო, ინტუიციას ენდო და არასდროს გაჩერდე(მაინც ისე იქნება როგორც მიწერია "დევიზით") -ცოტა გრძელი და რთული წინადადება კი გამომივიდა.
- დასასრულად- მახსოვს, ოდესღაც პირობა რომ დავდე, წიგნებზე პოსტებს დავწერ მეთქი. ძალიან ვეცდები, ისე არ მოვკვდე, რომ ეგენი არ დავწერო.
<3 წვიმისტო.. შენი პოსტის კითხვა რომ დავამთავრე, გავიფიქრე კიდევ როდის დადებს ახალ პოსტს-მეთქი :დ
ReplyDelete:d შენ თუ გისმინე უნდა ვიჯდე და სულ პოსტები ვწერო და ვწერო :დ
Deleteქარია გარეთ. გულისგამაწვრილებლად დაქრის აქეთ-იქით. მის ადგილას დავიღლებოდი და გავჩერდებოდი. მაგრამ ამას ან რა დაღლის, ან რა გააჩერებს.
ReplyDeletecool :D