დღე I
გამთენიისას ჩამოვფრინდი. ერთადერთი შეგრძნებით-დაღლილობით და ერთადერთი სურვილით- წყლის გადავლების. არადა, მეგონა, ემოციები გადამავსებდა, ვიტირებდი ან ვიცინებდი, ან სულაც ვიყვირებდი. სამწუხაროდ, აეროპორტები, მრავალსაათიანი ფრენები და ბარგის მოლოდინი სენტიმენტალიზმს კლავს. ასე რომ, სრული ორი წლის, ხუთი თვისა და ორი დღის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს ქალაქს_ჩემოდნით, ჩანთით, საკმად გასუქებული საბანკო ანგარიშითა და აწყობილი კარიერით, ცხოვრებანანახი ახალგაზრდა ქალი.
გამთენიისას ჩამოვფრინდი. ერთადერთი შეგრძნებით-დაღლილობით და ერთადერთი სურვილით- წყლის გადავლების. არადა, მეგონა, ემოციები გადამავსებდა, ვიტირებდი ან ვიცინებდი, ან სულაც ვიყვირებდი. სამწუხაროდ, აეროპორტები, მრავალსაათიანი ფრენები და ბარგის მოლოდინი სენტიმენტალიზმს კლავს. ასე რომ, სრული ორი წლის, ხუთი თვისა და ორი დღის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს ქალაქს_ჩემოდნით, ჩანთით, საკმად გასუქებული საბანკო ანგარიშითა და აწყობილი კარიერით, ცხოვრებანანახი ახალგაზრდა ქალი.
საიდუმლოდ
ვარ ჩამოპარული, ასე რომ არავინ მელოდება, მეც სასტუმროსკენ მივდივარ, გზადაგზა კი
ღამის ქუჩებს ვათვალიერებ. გაზრდილა ჩემი ქალაქი, გაევროპელებულა_ახალი შენობები, უამრავი
რეკლამა. სიახლეები, სიახლეები_ ხელახლა მაქვს მოსავლელი მოკლედ.
ერთ-ერთი
ბილბორდი იქცევს ყურადღებას, ზედ ქალია ზურგით, მაგიდის კიდეზეა ჩამომჯდარი, ჯემპრს
იცვამს. ჯემპრი მწვანეა, ხასხასა. მარცხენა კუთხეში ფოტოს ლაქა აქვს, თითქოს ვიღაცამ
ობიექტივს მოთხუპნული თითი გაუსვაო. დანარჩენი ვიცი. ამ ქალს წაბლიფერი თმა აქვს, ობიექტივი
მაგისი დალაქულია და იმ ფოტოზეც თენდება, როგორც ახლა. ის ქალი კი მე ვარ, სრული ორი
წლის, ხუთი
თვისა და რამდენიმე დღის წინ. შემოდგომით, როგორც ახლა.
მაშინ
ერთი მუქწაბლიფერთმიანი გამხდარსაბანკოანარიშიანი ცხოვრებაუნახავი გოგო ვიყავი, დამწყები
მწერლის შესაბამისი ხუშტურებით.
საინტერესოა,
ბილბორდზე როგორ მოვხვდი, უკვე გაფაციცებით ვათვალიერებ რეკლამებს და სურათს ვეძებ.
გადავეყარე. გამოფენა ყოფილა, უნდა გავიგო სადაა.
გინდ
დამთხვევა დაუძახეთ, გინდ სამყაროს ნიშნები, გინდ რაც გნებავთ ის ბანალური ან ორიგინალური
სახელი, ფაქტი ერთია, მე ზუსტად ამ ფოტოს ავტორის საპოვნელად ვარ ჩამოსული. ის ჩემი
სრული ორი წლის, 10 თვისა და რამდენიმე დღის წინანდელი ისტორიაა, არც ისე დიდი, არც
ისე განსაკუთრებული, სამაგიეროდ ჩემი.
აქ
არც მონატრებას ჩამოვუყვანივარ, არც სიყვარულს, არც შურისძიებას, არც ნახვის სურვილს,
არც ლტოლვას. აქ სინდისმა ჩამომიყვანა. უნდა მივიდე და ბოდიში მოვუხადო მოულოდნელად
რომ წავედი სრული ორი წლის 5 თვისა და რამდენიმე დღის წინ, იმისთვის.
ვახსოვარ, როგორც ჩანს.
აი გამოფენის ამბავს კი აუცილებლად გავიგებ.
დღე
II (საღამო)
დაღლილი
ვზივარ და ვცდილობ აღარ გავიხსენო შენობები და ადგილები, რომლებსაც ვეღარ მივაგენი,
ან დანგრეული, ან გადაკეთებული, ან სახეშეცვლილი დამხვდა. გული მწყდება, როგორც ჩანს,
აქ ძველის მხოლოდ დავიწყება და განადგურება იციან. არადა, ძველებური იერი უფრო უხდებოდა
ქალაქს. ახლა ქერად გადაღებილ შავგვრემანს მაგონებს, საკუთარი სილამაზე რომ გადაცვალა
არაბუნებრიობაში, იხტიბარსაც აღარ იტეხს და
ვეღარც ვერაფერი მოუხერხებია.
სამაგიეროდ
გამოფენის ამბავი გავიგე და ჩემი ჩამოსვლის ამბავსაც არ გაუჟონავს. ხვალ მივალ და ჩემ
აბეზარ სინდისს ხმას ჩავაწყვეტინებ.
დღე III (საღამო)
როგორც
იქნა, გადავწყვიტე. ძნელია სამოსი შეარჩიო, როცა ბოდიშის მოსახდელად მიდიხარ. აქ არც
ჩემი გახმაურებული „დაუდევარი“ სილამაზის (ჰმფ!) და ექსცენტრიულობისა იციან რამე, არც
ჩემი მეგობარია გვერდით „ქალს დამსგავსება“ რომ მაიძულოს. მოკლედ, ჩემ ქალაქში ჩემ
თავს ვეყუდნი.
საბოლოოდ
ისევ იმ მწვანე ჯემპრში ვარ გამოწყობილი(სენტიმენტალიზმმა შემანახინა ალბათ) მსუბუქად,
თავისუფლად და დაბნეულად. რაცაა ესაა, წავედით.
დღე III (გალერეაში)
სიმშვიდე
გამეპარა კი არა, თავქუდმოგლეჯილი გამექცა სადღაც. არაფერი მშველის, ვნერვიულობ და
თავს ძლივს ვიჭერ, ჩემ სიმშვიდეს რომ არ გავეკიდო უკან.
გარშემო
მე ვარ. სულ სულ მე ვარ. მე, მე, მე ამ კედელზე, იმ კედელზე, წინ, უკან გვერდზე, ყველგან.
არ მეგონა, ამდენი სურათი თუ ჰქონდა გადაღებული. თუმცა, რატომაც არა, მაშინ ორივე ბევრს
ვმუშაობდით- მე ვწერდი, ის იღებდა, მე მასზე ვწერდი, ის მე მიღებდა.
მეღიმება.
ასე ვიძახდით ხოლმე, ვჩხაპნით, ვჩხაკუნობთ და ერთმანეთს ვაცოცხლებთო.
აქვე
აღიარებაც- დღემდე მეშინია ვუპასუხო კითხვას. რატომ წავედი.
ყველაზე
კარგ იდეად მეჩვენება, სასწრაფოდ ვიპოვო, ორ სიტყვაში მოვუხადო ბოდიში და გამოვიქცე,
ჩქარ-ჩქარა, რომ ვერ დამეწიოს და შორს, რომ ვერ მიპოვოს. არაფერიც! თვალიერებას ვიწყებ.
მიმდევრობითაა
დალაგებული, მარცხენა კედლიდან თუ დაიწყებ და წრეზე გაყვები, სრული სიზუსტით აღადგენ
კაცი ყველაფერს. ოღონდ, სულ თავიდან არ იწყება. პირველი ფოტო მისი სახლის ეზოშია გადაღებული,
ხელით მზეს რომ ვიჩრდილავ და სართულებს ვითვლი.
სახე არ მიჩანს.
წიგნის
თაროსთან- სახე არ მიჩანს.
მაცივრის
სიცარიელეს დავცინი- სახე არ მიჩანს.
ხელებს
ვატოლებთ- სახე არ მიჩანს.
ატამს
ვუფცქვნი- თავდახრილი ვარ
მძნავს-თმა
მაყრია
ვწერ
აქ, ვწერ იქ, ვწერ წამოწოლილი -შუბლი ხელზე მაქვს დაყრდნობილი და სახე არ ჩანს.
ვეხუტებით,
მისი მხარი მეფარება.
პირველი
შიშველი ფოტოები გამოჩნდა-აქ ხან ზურგით ვარ, ხან თვითნ ვიფარებ ხელს
ფირს
ვამჟღავნებთ, სარეცხს ვფენ თუ, უბრალოდ მზეზე ვწევარ- სახე არსად ჩანს.
სურათები
დასათაურებულია, უფრო სწორად სათაურებქვეშაა დაჯგუფებული: ცხოვრება, ძილი, ჩხაპნა,
ჩხაკუნი, სიყვარული, ჩხუბი, სიგიჟე- განყოფილებებში გაუერთიანებიაო თითქოს. პირველ
ფოტოს „დასაწყისი ჩემთვის“ აწერია. ეგრე იყო, დასაწყისზე ვკამათობდით.
ბოლოს
სურათებამდე რომ მივედი, მეგონა კაცობრიობის ყველა ბრძოლამ და ომმა ჩემ მხრებზე გადაიარა,
ან სიკვდილამდე მომბეგვეს, ან მაწამეს, ან, ან ყველაფერი ერთად.
ბოლო
სურათები:
მე
სავარძელში, მობუზული, თავი მუხლებში - „შიში“
მე
მისი ხელი მიჭირავს ხელებით და შუბლით ვეყრდნობი(ცოტა დაცერავებულად მოსვლია ცალი ხელით
გადაღება)- „ფიქრი ჩემზე“
კამერას
ვუფარავ გაჭრილი ხელით, ობიექტივი ითხუპნება-მაშინაც კი გადაიღო (იმ დანით გავიჭერი,
მოსვლის დღესვე რომ არ მომეწონა. ვუთხარი კიდეც, შენი ლურჯტარიანი დანა უსისხლოდ არ
დაამთავრებს ჩემთან მეთქი, გულიანად იცინა მაშინ)
და
ბოლო, მეორე დილით გადაღებული, გამთენიისას, მაშინ, როცა მწვანე ჯემპრს ვიცვამდი წამოსვლის
წინ- „წასვლა“.
მე
ორიგინალური და ქარიზმატული ქალი კი არა(როგორც გონიათ) გიჟი ვყოფილვარ. ყველაზე გიჟი
კი მაშინ, წამოსვლისას ვიყავი. მოვითხოვ ეგ ცოდვა მომეკითხოს- როგორც ცნობიერ შეშლილს.
ამ
სურათსაც გავცდი. აქ ცარიელი ჩარჩო კიდია, ქვეშ კი აწერია, „დაბრუნების“. იქვე სკამი
დგას, ზედ თვითონ ზის. ხელში ისევ აპარატი
უჭირავს და ხალხს ათვალიერებს.
ლავა
გაიყურსა. მთა დავიძარი, მშვიდად მივედი და მის წინ გავჩერდი. რატომ? არ ვიცი.
იგივეა.
ისაა, ოღონდ გაზრდილი, ოღონდ ცოტა სერიოზული, და დაღლილიც.
ვდგავარ
ჩარჭობილივით. არც ხმას ვიღებ, აღარც ვიძვრი.
უსინდისო
ვარ. მე ამ ადამიანს ჩემი თავი წავართვი. მე ამ ადამიანს ის სიცოცხლე წავართვი, ახლა
კედლიდან რომ მიყურებს, მიცინის, მებუტება, ცხოვრობს. მე ჩემ თავს არსებობის უფლება
წავართვი. სრული ორი წელი 5 თვე და რამდენიმე დღე გავანიავე. ამ ცოტა ხანში კი მივხვდი,
მე მკვდარი ვარ. ეს ფოტოები ცოცხალი.
მე
მაშინ მოვკვდი. გამიცანით- გვამი, ორი წლის 5 თვისა და დღეების გახრწნილი. ვყარვარ,
გრძნობთ?
სურათებს
შეხედეთ, ეს მე ვიყავი. ცოცხალი, ბედნიერი, უბედური, გაბრაზებული, შეშინებული, შეყვარებული
თუ როგორიც, ოღონდ ცოცხალი. ეს ფოტოებია ცოცხალი, არ წაიღოთ, არ დახიოთ, არ მოკლათ.
მე
კი, მადლი მოისხით ვინმემ, დამასაფლავეთ.
თუმცა
კი ვდგავარ, ვუყურებ. ამ ყველაფერს მოსიარულე გვამის ბოდიშიც კი არ უშველის, გააფუჭებს,
ხმამაღლა იყვირებს, რომ მკვდარია და ცოცხალსაც წაბილწავს თავისი სიმყრალით. ჯობია,
მოვშორდე აქედან და მშვიდად ვაცალო ლპობას, მიწად მაქციოს- დავიმსახურე.
ისევ
ვდგავარ, ისევ ვუყურებ.
ზის,
მიყურებს.
ცოცხალია.
დაღლილი, მაგრამ ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალი.
მიყურებს.
იყნოსა
ალბათ უკვე ჩემი სიკვდილის სუნი. ცოცხალს მხედავდა ჩემზე კარგად და ეს სიმყრალე ალბათ
გულს ურევს.
ან
იქნებ უკვე ისე დავიშალე რომ ვეღარც მიცნო?
ფაქტია,
ჩუმადაა. და დაღლილი, მობეზრებული.
მიწა
შეიძრა, სიცოცხლის ძალამ მომაგნო და გამომაძევა- წამოვედი.
...
ყველაზე
მეტად ასეთ ამბებში საავიაციო კომპანიებს და სასტუმროებს უმართლებს. ამჯერად ჩემს საგამომცემლო
სახლსაც- როგორც ვატყობ, ვადაზე ადრე მივაწვდი ახალ წიგნს, ცოტა შმორის სუნად აყროლებულს,
მაგრამ რას ვიზამ, ეს სუნი ახლა ყველფერზე გადამაქვს, მკვდარი ვარ ბოლოსდაბოლოს.
რაღაც დროის მკვდრად წოწიალის მერე (დილა)
ჩემი
ამყრალებული წიგნი ბესტსელერია. თანამედროვე ხალხმა სულ დაკარგა ყნოსვის უნარი(ან არც
არასდროს ჰქონია, ან თანდათანობით კარგავდა შეიძლება).
მე
კი გუშინ ამანათი მივიღე. ნამდვილი, ფოსტით. ხელი მოვკიდე და გულმა რეჩხი მიყო, ცოცხალს
გავდა. ვის ეზედმეტა ნეტა, მე ხომ ჩავკლავ. შიგნით წიგნია ჩემი და ფოტოსურათი. ფოტოზე ქალია, მწვანე ჯემპრში, უაზროდ შეჭრილი წაბლისფერი
თმით, ობიექტივი დალაქულია. სახე ჩანს- ჩემი თვალების მევე შემეშინდა- არც ვიცი, როგორის.
გამოფენის მე ვარ, ოღონდ სურათზე არ ვიხრწნები. წიგნიც არ ყარს. ნამდვილად არ ყარს,
კარგად შევამოწმე.
ფოტოს
წინა მხარეს „დაბრუნების“ აწერია. უკან - „მე მოგკალი“.
რაღაც დროის მკვდრად წოწიალის მერე (საღამო)
მეც
არ ვიცი როგორ, მაგრამ შხაპმა მკვდრის სუნი ჩამომაცილა, ომები და ბრძოლები ჩემი მხრებიდან
ისტორიის ფურცლებს დაუბრუნდნენ. ბარგს ვალაგებ.
არ
დამავიწყდეს, რომ ჩავალ, ის ლურჯტარიანი დანა უნდა გადავაგდო.
საინტერესო იყო, მომეწონა, ძალიან თანაც :3
ReplyDelete^_^
Delete