Friday, May 10, 2013

Timha ბედნიერ დღეებზე


წინა შაბათ-კვირას მეგობართან ერთად ვიყავი მის სოფელში

დავწერდი ეხლა ამა და ამ რაიონში, აქა და აქ ვიყავი მეთქი, მაგრამ არაფერს არ იტყვის ეგ. სოფელი იყო ჩემი მეგობრის, მორჩა.













ოღონდ სოფელი
შარაგზებით,
წყაროებით,
ჭებით,
თონეში გამომცხვარი პურით,
დიდი ხნით დაკეტილი სახლის სიძველით,
კუთხური მოქცევით მოკითხვისას,
ჟუტა ბაბოთი,
მკვახე ალუჩით
ლურჯი ცით და მათრობელა ჰაერით.

პლუს ამას:
სამი დღის განმვალობაში თვალით არ დამინახავს ინტერნეტი,
არც ტელევიზორი- კი ეწვალა სოფო, მაგრამ ჩემი ლოცვა შეისიმინა იმ ყუთმა და არ ამუშავდა;
არ მომისმენია ახალი ამბები;
ვიძრომიალეთ ძველ წიგნებში;
პირის დასაბანად წყალს ვუსხამდით ერთმანეთს ^_^
ვისმენდი სოფლის ამბებს, ძველ ამბებს, სასაცილო ამბებს რაც კი რამ ტანსაცმელი გაგვაჩნდა ყველაფერი რომ ზედ გვეცვა იმ ცივ ღამეს;
გვქონდა პიკნიკი ბოსტანში ( :D მშვენიერი იყო) ;
და კოცონიც დავანთეთ.





დაგვირგვინება, იცით, როგორი იყო? კურიოზული-
მე ადრე წამოსული, უკვე სახლში რომ მოვედი და დასიცხულმა ტანსაცმელი კი არა, ლამის ტყავიც გავიძრე, ჩემმა სულელმა გოგოებმა მერე აღმოაჩინეს, რომ საფულე დარჩათ და ნუცა გამომხსნელი უკან სადგურზე გაიხმეს, (იუხედავად ბუზღუნდა მძღოლისა ყველაფერი დამთავრდა ბედნიერად.
მინიმუმ ერთი ამბავი გვაქვს, რომელზეც ყოველთვის გულიანად ვიცინებთ.



No comments:

Post a Comment