შემომეცრემლე.
ფუ! ვერ ვიტან ჩემ თავს ცრემლიანს,
ვერც შეყვარებულს
ვერც გატაცებულს
ვერც ატაცებულს სხვაზე ფიქრებით.
თუმცა როდესაც ხუთი სურვილიდან
პირველი სამი შენზე დავხარჯე,
ბოლო ორის მოფიქრების შემეშინდა
და აღარც ვფიქრობ.
გული მიგრძნობს, სადმე ისევ გაგრევ.
მერე მიდი და უმტკიცე თავს, არაფერიაო_
დამხედავს ზემოდან სკეპტიკურად და ჩაიცინებს
- ვიციო, ვიცი.
არც ცინიკოსი მიყვარს ჩემი თავი.
მერე დავიწყებთ უაზრო კამათს:
-გამოვა? -არა.
-გამოვა? კი.
საბოლოოდ,
ვიცი, მეც ვიცი.
ასეც და ისეც
ერთი ნახევარი დამარცხდება,
ესე იგი, ნახევრად მეც.
არ გაგიკვირდეს
თუ გამოვა და- ცრემლი გამეპაროს.
თუ არა- ღიმილს ვერ მოვუკრა თავი.
იმ ბოლო ორი სურვილიდან
ერთს ძმას და დედას გავუყოფ ალბათ,
მეორეთი კი-
ჩემგან დაგიცავ ჩემივე თავით.
მეცრემლები.
ვერ ვიტან ჩემ თავს
ვერც შეყვარებულს,
ვერც აცრემლებულს,
ვერც გატაცებულს
სხვაზე ფიქრებით.
08.03.2011
No comments:
Post a Comment