- სიშტერე და ბედნიერება პირდაპირპროპორციული სიდიდეებია, აზროვნება და ბედნიერება-უკუპროპორციული(ცოტა მათემატიკურად ჟღერს);
- როცა მუშაობ, საკუთარ სახლში შუადღის საათებს აღარ ატარებ-არადა სხვანაირია შინ ყოფნა მაგ დროს;
- დღეს ჩემი ძმა წავიდა ყაზბეგში და მე მუცელში ისევ დამიტრიალდა ერთი წლის წინანდელი გრძნობა- დარიალის კლდეები რომ მტკიოდა, ის(იმწუთას ვერავის გავუზიარე(( );
- თუ ძალიან არ გავბრაზდი, სათქმელს მოკლედ და კონკრეტულად ვერ ვამბობ, თუ გავბრაზდი, მერე ვიტყვი, თუმცა ვაი იმ თქმას და ვუი ჩემ სიმართლეს;
- დამყოლი ვჩანვარ;
- დილაობით გარეთ გავლა კარგია;
- მანგლისი მენატრება. ტყეც;
- ჩემი ინტუიცია(ან რაც გინდათ დაარქვით) ყველაზე ირონიული რამეა ამ ქვეყნად;
- ატანა არ მაქვს, როცა მარიგებენ(აი, ის ირონიული ინტუიციაა დამნაშავე, ეგერევე თავი უნდა წამოყოს- მე ამაზე ფიქრი გაიძულე და შენ მაინც არ მომისმინეო);
- სასწავლებელს ვამთავრებ, რამენაირი შეგრძნება-ნული;
- მეგობარი ხარ ჩემიო-ვერ ვათქმევინე ამდენ ხანს;
- სიტყვებს შორის, სინონიმებს შორისაც კი, უმცირესი განსხვავებებიც მნიშვნელოვანია;
- ჩემი საქციელი საგრძნობლად ჩამორჩება ჩემ აზროვნებას- არ ვიცი, როგორ დავაწიო.
Tuesday, June 19, 2012
ნაფიქრის შეჯამება-გადმოლაგება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მანგლისი კარგია ^^ ტყეც <3
ReplyDeleteვერც მე ვიტან რომ მარიგებ :|
და ბოლოს, საოცარი ინტუიცია მაქვს :ყეს:
:D :D
ReplyDeletemanglisi, intucia da sijiute "rulams"