ვფიქრობ, რომ რომანტიკულიც ვარ, სენტიმენტალურიც, მეოცნებეც;
მიყვარს ხელი ჩაკიდებებიც, თავის ჩამოდებებიც და უფრო მეტად გულისცემის მოსმენა;
კისერში ცხვირის ჩაყოფა და ისე სუნთქვა;
მიყვარს ზრუნვა;
საჩურების ჩუქება;
მოსმენა;
კითხვების დასმა.
მიყვარს, როცა მენდობიან და ამას ვხვდები.
"პა ხოდუ":
თვეები მჭირდება, სანამ იქამდე მივალ, ადამიანს ვუთხრა, რომ მომენატრა, მიყვარს, მეგობარია, შევეჩვიე და საერთოდ რაიმე თბილი(ჩემი მეგობრის "სტატისტიკურ დაკვირვებას" თუ მოვიყვანთ, სამ წელიწადში სიტყვა "მიყვარხარ" 8-ჯერ თუ "წამომცდა" მხოლოდ :დ თუმცა, როცა ვეჩვევი, "ამინდი" იცვლება )
რთულად ვუახლოვდები ადამიანებს_ ჩემი მეგობრების ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც ბევრი მომივა.
უთქვამთ, რომ უკარება(ორიგინალში "მიუკარება" :დ) ცივი და გულჩათხრობილი ვარ.
ძნელიც,
მძიმე ხასიათისაც.
საჩუქრებს მე იშვიათად ვჩუქნი-ბევრი ფიქრობს, რომ სამაგიეროს ველოდები.
უფრო იშვიათად ვიღებ-არ მიყვარს, როცა ჩემგან ელოდებიან სამაგიეროს.
რომ არ ვიღებ ან ვერიდები სიტუაციებს, სადაც საჩუქრის მიღების მაღალი "რისკია", სწყინთ.
ცუდია.
ხანდახან ჩემივე დაწერილ რამეში, ისეთ სუფთა მხატვრულ-რომატიკულ სისულელეს გადავეყრები ხოლმე, თვითონ მრცხვენია და ვბრაზდები. არადა, როცა ვწერდი, მაშინ ხომ ეგრე მეფიქრებოდა.
მაინც მრცხვენია.
ჰო, ჩემნაირებს ინტროვერტები ჰქვიათ.
სადღაც რაღაც კითხვებს ვუპასუხე და გამომითვალეს უცებ, ინტროვერტი ხარ მთელი
93%-თო.
არამგონია, მე ვინმემ რომანტიკოსობა და მგრძნობიარობა დამაბრალოს.
არც მე ვიბრალებ ხოლმე.
მთელი ჩემი შეგრძნება-ემოცია-ხუშტურობები ფურცელზე მიმაქვს , ზოგჯერ აქაც, ანუ ბლოგზე, რომელსაც მაინც არავის ვაკითხებ.
ზოგჯერ არც არსად.
პოსტი ჩემზე გამოვიდა.
იყოს.

No comments:
Post a Comment