რა ბედნიერები არიან შეგუებული ქალები.
- კითხვებს რომ არ სვამენ - ის ქალები.
- პროსტესტის გრძნობა რომ არ აქვთ, ის ქალები.
- სამსახურებიდან რომ მოვლენ, კიდევაც რომ მოუმზადებენ ოჯახის კაცებს სადილს, გაუშლიან, აჭმევენ, აულაგებენ, ჭურჭელს დაურეცხავენ; სარეცხსაც რომ მიაყოლებენ, მტვერსასრუტსაც, აბაზანასაც, ნიჟარებსაც, ხალიჩებსაც (ხანდახან ხვრინვის ფონზე) და ეგრე რომ უნდა იყოს- ის ქალები.
- ბავშვი რომ ატირდება ღამე და დედა რომ დგება ყველა ჯერზე - "აბა კაცია და ეგ ხომ არ ადგება" ლოგიკის ქალები.
- კაცი რომ მაღაზიაში ჩავა და მადლობელი რომაა, "მეხმარებაო" - ის ქალები.
- აბა, თუ არ გათხოვდი, ისე რაა ცხოვრება -ქალები.
- მამამ პამპერსი რა ცხოველია, რომ არ იცის, ბავშვი რომელ კლასშია რომ არ იცის, "ფული ხო მოაქ და კაცია, მა რა ქნას მეტი" -ის შემგუებელი ქალები.
- მშვიდი, ცოლზე და შვილებზე მზრუნავი, ცოლის მომსმენი კაცი რომ უფრო ჩმორად რომ მიაჩნიათ, ვიდრე დღეობით დასალევად გადაკარგული 4 შვილის მამა - ის ქალები.
- ქმარი რომ სვამს, ან/და ურტყამს, ფულს ფლანგავს, მის კისერზე ზის, აღარ უყვარს ან არც ყვარებია და არ შორდება, ქმარგანაშორები სახელი ხომ არ მექნება, პატიოსანი ქალი ვარო და არ შველის თავს - ის ქალები.
- ქალიშვილი რომ არ იყო("შეეშალა, შე ე შა ლა! ერთხელ ყველას შეიძლება შეეშალოს), აპატია, ცოლად მოიყვანა და მთელი ცხოვრება მადლობლები რომ არიან ამ "კეთილი, აღმატებული არსების" - ის ქალები.
- წინა პუნქტში აღწერილ კაცებზე მსხვერპლშეწირვა რომ საკუთარი ფუნქციის შესრულება ჰგონიათ და ამაყობენ, მერე კი გათხოვებას გირჩევენ თვალის ჩაკვრით - ის ქალები.
- თავიანთი ბიჭისთვის ასაკით პატარა სარძლოებს რომ ეძებენ, ჩემ ჭკუაზე გავზრდიო -ის ქალები (დაითვალეთ მარაზმები ამ ფრაზაში :დ )
- ზემოთ ჩამოთვილი პუნქტებიდან სამში მაინც რომ ხვდება და ჩემნაირებს ცხოვრების აზრზე, სწორ მიმართულებებსა და კარგ ბედზე (ა.კ.ა. კაცზე) ელაპარაკება - ის ქალები.
რა, არ არიან?